ნაწარმოებები


ფერეიდნელი ქართველებისადმი მიძღვნილ პოეზიის საღამო-აქცია     * * *     ლიტერატურული პერფორმანსი "ჩვენ დავიბადეთ საქართველოში"     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მებადური
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2009


ნებისაებრ შენისა

უფალო ერთო, ღმერთო ძლიერო,
გთხოვ, შემიწყალე ცოდვილი ესე,
ვარ მოლტოლვილი შენდა ციერო
და ნებისაებრ შენისა მმწყემსე.

უფალო ერთო, ღმერთო ძლიერო,
შენ მხოლოსა და ერთადერთს გესავ,
გთხოვ, ნუ განმაგდებ შენგან ციერო
და დამამკვიდრე წიაღსა შენსა.

უფალო ერთო, ღმერთო ძლიერო,
გაქვს მოწყალება უთქმელი ენით,
გთხოვ, მომიხსენე მეცა ციერო,
ოდეს მოხვიდე სუფევით შენით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები